ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, გუშინ თბილისში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

,,ქვეყანა, რომელსაც მილიონამდე ემიგრანტი ჰყავს, არ შეიძლება რასისტი იყოს. თუ ვინმე იმსახურებს პანღურს და ქვეყნიდან ხელკეტით გამოგდებას, ევროპაში მოსაპარად წასული ქართველობაა და ძალიან კარგადაც იცით, ასეთი რამდენია. აბა კითხეთ, ფრანგებს, იტალიელებს, ბერძნებს, ამერიკელებს, ძალიან მოვწონვართ, რამდენიმე წელი მათ ქვეყანაში ჩარჩენილი? ჩვენი მოქალაქეები ემიგრაციამ გადაარჩინა და მოქალაქეებთან ერთად ქვეყანაც! ამიტომ, როცა უცხოელს ქუჩაში დაინახავთ გაიხსენეთ ყველა ქართველი ემიგრანტი და გაუღიმეთ სტუმარს. თუ რასისტებს დაინახავთ, პირდაპირ უთხარით, რომ ღორები არიან” , – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.